ამერიკული აკადემიის მოსწავლეების ვიზიტი ჰოსპის ფერიცვალებაში
იანვარი 23, 2024
დღეს ზრუნვის განსაკუთრებულ ისტორიაზე გვინდა მოგიყვეთ.
ჰოსპისი ფერისცვალება საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და ზრუნავს პალიატიურ პაციენტებსა და ხანდაზმულებზე.
ჩვენი მეგობრობა 2014 წელს, სკოლის მოსწავლეების მშობლების, მარინაონილისა და მიშელ სანნის ინიციატივით დაიწყო და დღემდე გრძელდება.
გარდა იმისა, რომ პერიოდულად საჭირო პროდუქტებით და ნივთებით ეხმარებიან მოხუცებს, ჩვენი აკადემიის მოსწავლეები, ცდილობენ, ხშირად ესტუმრონ მათ. ეს სტუმრობები და ურთიერთობა კი თანაბრად ძვირფასი დამნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის.
ნახეთ ვიდეო