ლექცია თემაზე "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”
დეკემბერი 20, 2019
2019 წ. 12 დეკემბერს, ამერიკულმა აკადემიამ ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილს უმასპინძლა. ქალბატონი ლელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის” თავმჯდომარეა.
მისი აკადემიური და საზოგადოებრივი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში ქალთა კულტურისა და ქალთა მოძრაობის ისტორიის კვლევასთან, გენდერული კვლევისა და განათლების ხელშეწყობასთან. ქალბატონი ლელა ამ საკითხებთან დაკავშირებული მრავალი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორია.
საუბრის თემა გახლდათ: "ქალის უფლებები: დასავლური და ქართული ისტორია".
დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლელას საინტერესო ლექციისთვის!