ამერიკული აკადემიის მასწავლებელი, მარიამ გიორგაშვილი გვიზიარებს თავის საყვარელ წიგნს

დეკემბერი 29, 2023

ჩვენთან, პარასკევი წიგნის რჩევის დღეა!

დონალდ თომასის სახელობის ბიბლიოთეკიდან, აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ გიორგაშვილი, #გირჩევთ ზაირა არსენიშვილის წიგნს "ვა, სოფელო", რომელიც ძალიან ბევრი სიუჟეტური ხვეულითა და მოულოდნელი შემობრუნებებით არის გამორჩეული

" ეს არის ამბები, რომელიც ვითარდება თელავში და 20 - 30 - იანი წლების საქართველოს ყოფა-ცხოვრებას ასახავს; ეს არის ამბები , რომლებიც ჩვენი წინაპრებისგან ხშირად გვსმენია, მაგრამ საკმაოდ მწირად არის ხოლმე ქართულ ლიტერატურაში ასე პირდაპირ აღწერილი. "