მოწვეული სტუმარი, ნინო ლორთქიფანიძე
დეკემბერი 12, 2023
"ოქრომრავალი კოლხეთი” - მითი და რეალობა - ამ თემის ირგვლივ ისაუბრა ჩვენი ტრადიციული შეხვედრების კიდევ ერთმა ძალიან საინტერესო სტუმარმა, ნინო ლორთქიფანიძემ, არქეოლოგმა.
- არგონავტების მითის სიუჟეტის გამოსახულებების საშუალებით განხილვა;
- მნიშვნელოვანი ელემენტების, განსაკუთრებით ოქროს საწმისის სიმბოლიკის ინტერპრეტაციების ჩვენება;
- ძვ. წ. VIII-III საუკუნეების კოლხეთის არქეოლოგიური აღმოჩენების მიმოხილვა, რომლებიც ნათლად ასახავენ, თუ რატომ მოიხსენიებენ ანტიკურ ლიტერატურაში კოლხეთს ეპითეტით -"ოქრომრავალი".
ამ თემებზე საუბარი განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის.