კენდოს საერთაშორისო სემინარი ამერიკულ აკადემიაში
ნოემბერი 27, 2023
კენდო - იაპონური საბრძოლო და სპორტული ხელოვნების უძველესი სახეობაა, რომლის შესწავლისას საკუთარ თავთან მუშაობა, კონცეტრაცია, თვითდისციპლინა და ბარიერების გადალახვა უმნიშვნელოვანესი პირობაა.
ჩვენი აკადემია, წლებია, კენდოს ასოციაციის მხარდამჭერი და ყოველწლიური სემინარების მონაწილეა.
17- 19 ნოემბერს საქართველოს კენდოს ასოციაციამ (სკა) და ამერიკული აკადემიის კენდო კლუბმა კენდოს, მორიგ, საერთაშორისო სემინარს უმასპინძლეს, რომელშიც, ტრადიციულად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.