ამერიკული აკადემიის მასწავლებელი, ანა კოპალიანი გვიზიარებს თავის საყვარელ წიგნს
ნოემბერი 21, 2023
მაგიური რეალიზმი განსაკუთრებულად საოცარს ხდის ამ ნაწარმოებს; როდესაც შეუძლებელია ერთმანეთისგან გაარჩიო რეალობა და გამონაგონი, და როდესაც დაუჯერებელი ამბავი არანაკლებ დამაჯერებელია, ვიდრე ის, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
ასე ახასიათებს და გირჩევთ თავის ერთ-ერთ საყვარელ რომანს - გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ას წელიწადს" - ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა კოპალიანი.