აკადემიის მოსწავლეები ექსკურსიაზე

ოქტომბერი 24, 2023

ჩვენი მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გრძელდება.

ამჯერად, ამერიკული აკადემიის მოსწავლეები, მასწავლებლების მეგზურობით, საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოიარეს:

მერვე კლასელები დმანისს ესტუმრნენ.

მეცხრე კლასელებმა - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სამთავროსა და შიო-მღვიმეს მონასტრები მოინახულეს.

მეათე კლასელებმა -გორის ციხე და უძველესი კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი - უფლისციხე დაათვალიერეს.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები კი ვარძიაში გაემგზავრნენ, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი და ახალციხის რაბათის ციხე მოინახულეს.

მეთორმეტე კლასელებმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს და ტბეთის საკათედრო ტაძარი, ხახულის მონასტერი, ოშკი, ოთხთა ეკლესია, იშხანი, ბანა და ტაო-კლარჯეთის უდიდესი მონასტერი დაათვალიერეს.


ფოტოგალერეა