აკადემიის მოსწავლემ, ანასტასია მრელაშვილმა, კვლევისთვის ჯილდო მოიპოვა

ოქტომბერი 24, 2023

ანასტასია მრელაშვილი ჩვენი აკადემიის მე - 11 კლასის მოსწავლეა. 

ანასტასიამ ცოტა ხნის წინ ბრიტანული საერთაშორისო სკოლის სიმპოზიუმში - The International Student Research Conference II Symposium@Lisi Lake - მიიღო მონაწილეობა და ჯილდოც მოიპოვა კვლევისთვის - “სორტირების ალგორითმების ეფექტურობის ანალიზი, შედარებითი კვლევა”. ის სამი თვის განმავლობაში სრულ დაფინანსებას მიიღებს - „ Lumier Research Inclusion Education” - საგან და საკუთარ კვლევაზე - "გენდერული უთანასწორობა ფინანსებში” - მუშაობას შეძლებს. 

ვულოცავთ ანასტასიას ამ გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ!