ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში
ივნისი 08, 2023

Photo credit to Tbilisi International School
7 ივნისს გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა თბილისის თავისუფალ სკოლასთან ფრენბურთში. თამაში ანგარიშით 3:2 დასრულდა, თბილისის თავისუფალი სკოლის გამარჯვებით.
ვულოცავთ მათ მოგებას, ჩვენს გუნდს კი მომავალ ტურნირებში წარმატებებს ვუსურვებთ!