პროექტი "Change"
ივნისი 05, 2023
პროექტი „Change”-დაიგეგმა ისტორიის გაკვეთილზე - სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, მის ფუნქციებსა და თანამედროვე სახელმწიფოში აქტიური მოქალაქის როლზე საუბრისას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კრიტიკულად უნდა გაეაზრებინათ სკოლის შენობა, სივრცე, სადაც ისინი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ატარებენ, მოეძებნათ პრობლემები, რომლებიც მათ ამ შენობაში ყოფნის დროს შეიძლება აწუხებდეთ და შემოეთავაზებინათ საკუთარი ხედვები, რომელთა საშუალებით ამ პრობლემის მოგვარება იქნებოდა შესაძლებელი. მათი საბოლოო ამოცანა იყო აღნიშნული იდეების ამსახველი მაკეტების დამზადება და სკოლის საზოგადოებისათვის მათი გაცნობა.
პროექტის ფარგლებში დამზადდა 20-ზე მეტი პროექტი, რომელთაგან ნაწილს სკოლა უკვე მომავალი წლის დასაწყისში განახორციელებს, ნაწილი კი სამომავლო ფიქრისა და განსჯის საფუძველი გახდება.