შეხვედრა ნინი არშაკუნთან, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული

ოქტომბერი 23, 2019

ორშაბათს, 21 ოქტომბერს, დონალდ თომასის ბიბლიოთეკაში ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულთან, ნინი არშაკუნთან, შედგა შეხვედრა. 2013 წელს, ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ, ნინი უილიამსის კოლეჯში, აშშ, გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.

2017 წელს, ნინიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში, აშშ, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა სპეციალობით „რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია,“ თემატური ფოკუსით „ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ქვეყნების შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, ენერგეტიკული სტრატეგიები, ნავთობისა და გაზის ინდუსტრია, ფინანსური სექტორი.“

ნინი ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლეებს უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და იმ შესაძლო სირთულეებზე ესაუბრა, რომელიც თან ახლავს საზღვარგარეთ სწავლასა და ცხოვრებას, და რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ, როდესაც სასწავლებლად გაემგზავრებიან.

დიდ მადლობას ვუხდით ნინი არშაკუნს საინტერესო შეხვედრისთვის!


იხილეთ ფოტომასალა