ამერიკული აკადემიის მოსწავლეები ექსკურსიაზე
მაისი 19, 2023
11 მაისს, ამერიკული აკადემიის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება, სადაც ექსკურსიის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა საინტერესო კუთხე მოინახულეს .
მერვეკლასის მოსწავლეები მანგლისში გაემგზავრნენ. მათ დიდგორის მემორიალური კომპლექსი და მე-6-7 საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი, მანგლისის სიონი მოინახულეს.
მეცხრეკლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ატენის სიონი, სამთავისის ტაძარი, არქეოლოგიური ძეგლი - გრაკლიანის გორა.
მეათეკლასელები გაემგზავრნენ ყვარელში, სადაც მათ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ნუმიზმატიკის მუზეუმი დაათვალიერეს.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ვარძიაში სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი და ახალციხის რაბათის ციხე მოინახულეს.
მეთორმეტეკლასელები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც მათ გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი, ახალი შუამთის მონასტერი, გრემის, იყალთოს, ალავერდის სამონასტრო კომპლექსები და ერეკლე მეფის სასახლე მოინახულეს.
ფოტოალბომი
8th Grade - 9th Grade - 10th Grade - 11th Grade -12 Grade