სამყაროს მრავალფეროვნება - ვაშლოვანის ნაკრძალი
ოქტომბერი 09, 2019
ამერიკულ აკადემიაში შემუშავდა და დაიწყო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის საფუძველზე შექმნილი ინტერდისციპლინარული პროექტის „სამყაროს მრავალფეროვნება“ (ვაშლოვანის ნაკრძალი და დედოფლისწყაროს რაიონი -გზამკვლევი) განხორციელება. მისი მიმდინარეობა დაიგეგმა 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში. მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებას, ლანდშაფტების გეოლოგიურ და ისტორიულ ცვლილებებს, დედოფლისწყაროს მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლებს; განხორციელდება სამუშაოების აუდიო-ვიდეო ფიქსაცია და საგანმანათლებლო ხასიათის დოკუმენტური ფილმის გადაღება; მონაცემების თავმოყრის შემდეგ გაკეთდება მხარის ეკონომიკური განვითარების მოდელი. საბოლოო პროდუქტი იქნება გზამკვლევი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ამ რეგიონის ტურისტული პერსპექტივების განვითარებას.
პროექტის განხორციელების დროს იგეგმება საველე სამუშაოები, კვლევის ჩატარება, სალექციო კურსი და გზამკვლევის შედგენა მოსწავლეების მიერ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება აკადემიის მასწავლებლების ნია ჭაჭიაშვილის, ლიკა ასათიანის, ნინო მიწიშვილისა და მიშა ელაშვილის მხარდაჭერით.
პირველი მარშრუტი პანტიშარას, არწივის ხეობისა და ნაზარლების ბრინჯაოს ხანის ნაქალაქარის მიმართულებით შედგა.
იხილეთ პროექტის ფოტომასალა