ლექცია თემაზე "საქართველოს არჩევანი"
სექტემბერი 27, 2019
გუშინ, 26 სექტემბერს, ნინო ევგენიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული აკადემიის მეთერთმეტეკლასელებს შეხვდა. ქალბატონი ნინო ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიატია; მან ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა და ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2010 წლიდან იგი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.
საუბრის თემა „საქართველოს არჩევანი“ იყო. შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა ნინომ ჯონ მაკკეინის წიგნის ქართული თარგმანი, „დაუცხრომელი ტალღა“, ამერიკული აკადემიის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინოსა და მანანა ფხაკაძეს საინტერესო შეხვედრისთვის‼️