მოწვეული სტუმარი, მარიკა სიხარულიძე
თებერვალი 27, 2023
23 თებერვალს, ამერიკულმა აკადემიამ უმასპინძლა მარიკა სიხარულიძეს - ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტს USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. მარიკა ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის ციფრული მოქალაქეობის პრომოუტერია საქართველოში. საუბრის თემა: ციფრული მოქალაქეობა; კიბერცნობიერება და კიბერჰიგიენა; მედია- და ინფორმაციული წიგნიერების საფუძვლები ; სოციალური ქსელების გავლენა საზოგადოებაზე ; კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ინტერნეტ სივრცეში.
მადლობას ვუხდით მარიკას ასეთი საინტერესო და ინფორმატიული პრეზენტაციისთვის.