სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი
სექტემბერი 11, 2019
2019 წ. 9 სექტემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. როგორც წესი, სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე აკადემიის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობელთა და ამერიკული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყრიან თავს.
წელს ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სიტყვით ბატონმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა, რომელიც სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარეა. ამერიკული აკადემიის დირექტორმა ბატონმა ანდრეს კრუზმა, დასკვნით სიტყვაში, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ღონისძიების დასაწყისსა და ბოლოს, საქართველოსა და ამერიკული აკადემიის ჰიმნები შესრულდა.
სწავლის დაწყების ცერემონიალს ამერიკული აკადემიის დამფუძნებელმა დირექტორმა ბატონმა დონალდ თომასმა ჩაუყარა საფუძველი 2013 წელს, რის შემდეგაც ის სკოლის ტრადიციად იქცა.
იხილეთ ღონისძიების ფოტომასალა