ღია კარის დღე, 2023-2024 სასწავლო წელი
იანვარი 26, 2023

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში აცხადებს VIII-XI კლასებში ახალ მოსწავლეთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისთვის.
ამასთან დაკავშირებით, 2023წ. 2 მარტს, საღამოს 6 საათზე, გიწვევთ ღია კარის დღეზე, რომელიც ამერიკული აკადემიაში ჩატარდება და სადაც შეძლებთ დეტალურად გაეცნოთ სასწავლო პროგრამებსა და აკადემიაში მიღების წესებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/pqZK6BCm6rJYKzM38
დამსწრეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული.
გელოდებით ამერიკულ აკადემიაში 2023 წ. 2 მარტს, საღამოს 6 საათზე!!!
ჩვენი მისამართია: ლეო კვაჭაძის ქ. 7ა, ლისის ტბის მიმდებარედ.
შეკითხვებისთვის დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან ეწვიეთ სკოლის ვებგვერდს:
ტელ.:+995 032 2227889/2227441
ელ. ფოსტა: admissions@aat.ge
ვებგვერდი: www.gzaat.ge