ამერიკული აკადემიის მოსწავლის, გიორგი კახიანის წარმატება წყალბურთის საერთაშორისო ტურნირზე

დეკემბერი 19, 2022

ამერიკული აკადემიის მოსწავლემ, გიორგი კახიანმა საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში, 9-11 დეკემბერს, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას და ირლანდიის ახალგაზრდული გუნდები დაამარცხეს.

გიორგი კახიანი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 

ვულოცავთ გიორგის და მის თანაგუნდელებს ამ წარმატებას!