გუნდი Firelink-ის გამარჯვება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში
დეკემბერი 01, 2022
©photograph is owned by Millennium Foundation / MCA - Georgia
გ. ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში ულოცავს ამერიკული აკადემიის მოსწავლეებსა და გუნდის „Firelink“ წევრებს - ლიზი ებრალიძეს, ირინა ფანჯავიძეს, ბარბარე თეთვაძეს, თემო ქიქავას, დამიანე კაპანაძესა და აკადემიის ფიზიკის მასწავლებელსა და ამ გუნდის ხელმძღვანელს - ილია მესტვირიშვილს - 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებასა და მეორე ადგილის მოპოვებას.
აღნიშნული პროექტი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის მიკროქეტნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელის პროექტია.
ამ წარმატების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
ამერიკული აკადემია გულითადად ულოცავს ყველა მონაწილე გუნდსა და გამარაჯვებულებს, კერძოდ “LIGGA”, “Mad Scientist”, და “Atemporal”-ს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს მომავალში!