XII კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
აგვისტო 27, 2019
2019 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, უკვე მეთხუთმეტედ გაიმართა ამერიკული აკადემიის XII კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
წელს აკადემია 74 მოსწავლემ დაამთავრა.
2019 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 138 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიების სახით 2.5 მილიონ დოლარზე მეტი მოიპოვეს.
გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ - ანდრეს ხ. კრუზი (აკადემიის დირექტორი) და ბადრი ჯაფარიძე (აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი).
2019 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადააეცათ: თომასის მედალი - ლია მიხელაშვილს, ხოლო მასწავლებელთა მედალი - ნიკოლოზ გეგეჩკორს. სოფო კევლიშვილი კი, კლასის სახელით დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, 2019 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.
წარმატებებს ვუსურვებთ 2019 წლის აკადემიის კურსდამთავრებულებს!!!
იხილეთ ღონისძიების ფოტომასალა