"საზაფხულო გამოწვევა კითხვაში" გამარჯვებული ლიზი ზაქარეიშვილი
ნოემბერი 02, 2022
©photograph is owned by American Corner Tbilisi
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე, ლიზი ზაქარეიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული პროექტში “საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ გამარჯვებული გახდა. მას გადაეცა ამერიკის ელჩის - ქ-ნ კელი დეგნანის მიერ ხელმოწერილი პლატინის სერტიფიკატი და შესანიშნავი წიგნი.
ლიზი ზაქარეიშვილმა პროგრამის ფარგლებში ინგლისურ ენაზე 20144 გვერდი წაიკითხა. ის ახალგაზრდა თაობას „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ მონაწილეობას ურჩევს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.