ახალ მოსწავლეთა მიღება აკადემიაში, 2026–2027 სასწავლო წელი

თებერვალი 13, 2026

ივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, აცხადებს მოსწავლეთა მიღებას VIII-XI კლასებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის!


ამერიკულ აკადემიაში ახალ მოსწავლეთა მიღება კონკურსის წესით მიმდინარეობს:

➡️ VIII კლასში ჩაბარების მსურველებმა ტესტირება უნდა გაიარონ 🔹ქართულში, 🔹ინგლისურსა და 🔹მათემატიკაში.

➡️IX-XI კლასებში - 🔹ინგლისურსა და 🔹მათემატიკაში. 

🔻 საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

🚩ტესტირებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026წ.  8 მარტი.


 📌აკადემიაში ჩაბარების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ ყველა საჭირო საბუთი, რომელიც განაცხადის ფორმაშია მითითებული: https://forms.gle/UU38HELCEsdwaVDZA

წარმატებებს გისურვებთ!


დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით აკადემიაში ჩარიცხვის წესებს.