საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა ამერიკულ აკადემიაში

ნოემბერი 09, 2026

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამერიკულ აკადემიაში საუნივერსიტეტო გამოფენაზე გვეწვიეთ!

20 ქვეყნის, 40 უნივერსიტეტის წარმომადგენელი 200-ზე მეტ საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდას პირადად შეხვდა, გააცნო მათ უნივერსიტეტები, სასწავლო პროგრამები, უნივერსიტეტებში მიღების მოთხოვნები, განაცხადის მომზადების წესები. ამასთან, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სტიპენდიების, სწავლის დაფინანსების და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო გამოფენის ჩატარება, თბილისის ხუთი სკოლის - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ევროპული სკოლის, ნიუტონის თავისუფალი სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის - საუნივერსიტეტო მრჩევლების   ერთობლივი ინიციატივით გახდა შესაძლებელი.