შემოდგომის ზეიმი
ნოემბერი 09, 2026
შემოდგომას თავისი ფერები, გემოები და ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ტრადიცია, რთველი, მოაქვს!
აკადემიის ეზო ამჯერადაც გემრიელმა სურნელებმა, მუსიკამ და მხიარულმა განწყობამ აავსო. მოსწავლეებმა მოამზადეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, გივი მასის დახმარებით შეწვეს მწვადი, ეზოში ფრიზბი და ბადმინტონი ითამაშეს, ჩვენი აკადემიის მუსიკალურმა ბენდმა კი განსაკუთრებული ენერგია და ხალისი შემოიტანა.
განსაკუთრებული მადლობა კულტურის კომიტეტის კლუბს ორგანიზებისთვის და ყველას, ვინც ეს დღე ასეთი თბილი და დასამახსოვრებელი გახადა!
დამატებითი ფოტოებისთვის იხილეთ ბმული: https://flic.kr/s/aHBqjD7rto