ყოველკვირეული შეკრებები

ნოემბერი 09, 2026

საერთო სასკოლო შეკრებები ჩვენი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვეში ერთხელ აერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას. მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წევრები და თანამშრომლები ვიკრიბებით, ერთმანეთს ვუზიარებთ აკადემიის სიახლეებსა და მიღწევებს და ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას.

მიმდინარე სემესტრის პირველ საერთო სასკოლო შეკრებაზე მოსწავლეებმა 35-ზე მეტი კლუბი წარადგინეს და თანატოლებს მათ საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს. წელს აკადემიის კლუბები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა:

- თეატრი, მუსიკა და შემოქმედება: დრამის კლუბი, The Vagabonds (აკადემიის ბენდი), ხელნაკეთობების კლუბი და თესპიელთა საზოგადოება.

- მეცნიერება და ინოვაცია: AP ბიოლოგიის კლუბი, პროგრამირება, ლისის ტბის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ინიციატივა, ნეიროფსიქოლოგიის კლუბი, მათემატიკური ოლიმპიადის და ჯანდაცვის სფეროს მომავალ პროფესიონალთა კლუბები.

- ბიზნესი და ეკონომიკა: ეკონომიკის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი და მეწარმეობისა და ფინანსების კლუბები.

- საზოგადოებრივი საქმიანობა და ზრუნვა: შინაური ცხოველების დახმარების კლუბი, „გაზიარება ზრუნვაა“ (Sharing is Caring), Key Club, რეპეტიტორობისა და მებაღეობის კლუბები, ასევე Bright Futures-ის ინიციატივა.

- სხვადასხვა: გაეროს მოდელირება, დებატები, აკადემიის ფორუმი, კულტურის კომიტეტი, ქალთა უფლებები, ჭადრაკი, „რა? სად? როდის?“, Dungeons & Dragons, კენდო, სპორტული გულშემატკივრობისა კლუბი (Cheerleading), წიგნის კლუბი „ფურცლებს მიღმა“, მედია, სასკოლო გაზეთი, მოსამზადებელი და სოციალური მედია და მარკეტინგის კლუბები.

გვახარებს, რომ წელს აკადემიაში ამდენი განსხვავებული კლუბი ჩამოყალიბდა და მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ახალი ინტერესები აღმოაჩინონ, მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები და თავიანთი იდეების გარშემო გაერთიანდნენ.

ჩვენი კლუბების საქმიანობის შესახებ სიახლეებს მთელი წლის განმავლობაში გაგაცნობთ.

დამატებითი ფოტოებისთვის იხილეთ ბმული: https://flic.kr/s/aHBqjD6y5K.