ღია კარის დღე აკადემიაში

მარტი 07, 2025

28 თებერვალს, ამერიკულ აკადემიაში ღია კარის დღეს ვუმასპინძლეთ. 

ღონისძიებაზე, ჩაბარების მსურველებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ ჩვენს სასწავლო პროგრამას, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, სწავლების სტრატეგიებსა და სხვადასხვა აქტივობებს. ასევე, დეტალურად გავაცანით აკადემიაში ჩარიცხვის წესები. 

მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისა და ინტერესის გამოხატვისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მშობელთა და სტუდენტთა საბჭოს წევრებსა და მოხალისე მოსწავლეებს, რომლებიც დიდი მონდომებითა ეხმარებოდნენ სტუმრებს აკადემიის უკეთ გაცნობაში.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ახალი 2025-2026 სასწავლო წლისთვის გამოცდებითვის რეგისტრაცია დაწყებულია. 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს, შეავსეთ  განაცხადის ფორმა და დაურთეთ მითითებული საბუთები:

https://forms.gle/WqNZaUxiHVwRzpWz5

რეგისტრაციის საბოლო ვადა 2025 წ. 16 მარტია. 

შეხვედრამდე ამერიკულ აკადემიაში!


ფოტოგალერეა

📸კატო ედიბერიძე