მოწვეული სტუმარი, ვახტანგ ხმალაძე
მარტი 05, 2025
7 თებერვალს ამერიკულ აკადემიას ესტუმრა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე "რა არის კონსტიტუცია".
მან მოსწავლეებს გააცნო კონსტიტუციის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, განუმარტა თუ როგორ აყალიბებს კონსტიტუცია ქვეყნის სამართლებრივ და სოციალურ სტრუქტურებს.
გულითადი მადლობა ბატონ ვახტან ხმალაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.