UFC-ის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ვიზიტი ამერიკულ აკადემიაში

თებერვალი 19, 2025

17 თებერვალს, ამერიკულ აკადემიას ქართველი მებრძოლი და UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ესტუმრა. მან ახალგაზრდებს თავისი საინტერესო გამოცდილება გაუზიარა.

მერაბმა მოსწავლეებს MMA-ს სპორტის სპეციფიკის, მისი განვითარებისა და საქართველოში ამ სპორტის სახეობის აღორძინების შესახებ მოუყვა. ასევე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მათთვის მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა – როგორ უნდა განავითარონ საკუთარი პოტენციალი ნებისმიერ სფეროში, რომელსაც ისინი აირჩევენ მომავალში.

დიდი მადლობა მერაბ დვალიშვილს ამ დაუვიწყარი შეხვედრისთვის! მას კი ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებასა და წინსვლას!