CAUMUN 2025: დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ღონისძიება

თებერვალი 12, 2025

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ CAUMUN 2025 ოფიციალურად დასრულდა და დაგვიტოვა დაუვიწყარი მოგონებები და მნიშვნელოვანი მიღწევები.

აღნიშნული კონფერენცია გაიმართა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, თბილისში, 25-27 იანვარს,  სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 150 დელეგატი შეიკრიბა იდეების გასაზიარებლად, გლობალური გამოწვევების განსახილველად და პრობლემების გადაწყვეტის გზების საპოვნელად.

CAUMUN-მა მოახდინა ექვსი კომიტეტის სიმულაცია. რეგულარული კომიტეტები მოიცავდა დაახლოებით 30 დელეგატს, ხოლო უშიშროების თითოეული საბჭო შედგებოდა 15 დელეგატისგან. 

კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

• სირიის კონფლიქტი

• ბოსნიის გენოციდი (1992)

•მოსალოდნელი პანდემიისთვის მზადყოფნა და რეაგირება

• კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ახლო აღმოსავლეთში

• ნავთობის ფასების ცვალებადობა და აშშ-ჩინეთის თანამშრომლობა

• ფრანგული ტოგოლენდის მომავალი

დასკვნით დღეს, თითოეულ მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო თითოეული კომიტეტი დაჯილდოვდა გამორჩეული მიღწევებისთვის ჯილდოებით საუკეთესო დელეგატებისთვის, საუკეთესო პოზიციის განაცხადისთვისა  და საუკეთესო დელეგაციისთვის:

UNSC

საუკეთესო პოზიციის ესე:  ნიკოლოზ ბაღდასარიანი

საპატიო ხსენება: საბა საბაური, ალექსანდრ შავდია

საუკეთესო დელეგატი: საბა გიორგაძე

WHO

საუკეთესო დელეგატი: ალექს კაიკაციშვილი

საპატიო ხსენება:  თამარ რაზმაძე, ანა მაისურაძე

საუკეთესო პოზიციის ესე:  დავით გაფრინდაშვილი მარინიო

UNHSC

საუკეთესო დელეგატი: ირაკლი ჯავახია

საპატიო ხსენება: გუკა ლეკიშვილი, ალექსანდრე ლეკვეიშვილი

ECOSOC 

საუკეთესო დელეგატი: გივი ქოიძე

საპატიო ხსენება: დარინა თურქია, თამარ ფიტიურიშვილი

საუკეთესო პოზიციის ესე:  გიორგი ქოიავა

UNESCO 

საუკეთესო დელეგატი: ალექსანდრე კორკელია

საპატიო ხსენება: ნიტა დუგლაძე, ბარბარე რუსიაშვილი 

საუკეთესო პოზიციის ესე:  ელენე მოსიაშვილი 

Trusteeship Council

საუკეთესო დელეგატი: ჰუსან გულიევი

საპატიო ხსენება: ელენე ჯღარკავა, მართა შულამბერიძე

საუკეთესო პოზიციის ესე:  მართა შულამბერიძე

ვულოცავთ ყველა მონაწილეს და დიდ მადლობას ვუხდით CAUMUN 2025 კონფერენციაში შეტანილი წვლილისთვის! 

ღონისძიების წარმატება სწორედ ორგანიზატორების, თავმჯდომარეების, აკადემიური მრჩევლებისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგატების მონდომებამ და აქტიურობამ განაპირობა.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას მომავალ წელს, სადაც ერთად გავაგრძელებთ დისკუსიებს, ცოდნის გაზიარებასა და რეალური ცვლილებების განხორციელებას!


ფოტოგალერეა