მოწვეული სტუმარი, იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონო
თებერვალი 06, 2025
4 თებერვალს ამერიკულ აკადემიამ უმასპინძლა იტალიის ელჩს საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონოს.
მან მოსწავლეებს გაუზიარა თავისი დიპლომატიური გამოცდილება გაერთიანებულ ერებში მუშაობიდან დაწყებული დღემდე.
შეხვედრის დროს ელჩმა ისაუბრა იტალიის უნივერსიტეტებში არსებულ შესაძლებლობებზე და განიხილა პოტენციური თანამშრომლობა ბოკონის უნივერსიტეტთან.
მადლობას ვუხდით ბატონ ელჩს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.