არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის

დეკემბერი 25, 2024

მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის" შემაჯამებელ ღონისძიებას - ახალგაზრდულ ფორუმს.

ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ღონისძიების ორგანიზებაში  აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი სკოლის დებატების კლუბის წევრები, რომელთაც  საგანგებოდ სამადლობელი სიგელები გადაეცათ. 

ღონისძიებაზე მოხდა პროექტის შეჯამება და მასში ჩართული ახალგაზრდების სერტიფიცირება შემდეგ მუნიციპალიტეტებიდან: გურჯაანი, სიღნაღი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, თბილისი, გორი, წალკა, ჩხოროწყუ, ონი, ბათუმი და ფოთი.

ფორუმს ახალგაზრდების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და თბილისის სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლები.