რეგისტრაცია მისაღები გამოცდებისთვის

თებერვალი 21, 2025

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, აცხადებს მოსწავლეთა მიღებას VIII-XI კლასებში 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

VIII კლასში ჩაბარების მსურველებმა ტესტირება უნდა გაიარონ ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში, ხოლო IX-XI კლასებში - მხოლოდ ინგლისურსა და მათემატიკაში. 

საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

ტესტირებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025წ. 16 მარტი.


აკადემიაში ჩაბარების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და ატვირთონ ყველა საჭირო საბუთი, რომელიც განაცხადის ფორმაშია მითითებული: 

https://forms.gle/7dHHnkSSNyCidsQR6



წარმატებებს გისურვებთ