In Memory of Giorgi Svanidze

November 22, 2021

Life is strange... Giorgi managed to be both our student and colleague, which made him even more special. He turned into one of us, became family, and shared his love and kindness abundantly. That is why it is especially painful for the American Academy community to be physically separated from such a delightful, sincere, talented, and sensitive soul...

We would like to introduce to you Giorgi the way we knew him, through his writings, reflections, and dreams.

..............................................................



მე?

მე არ ვარ ჩემშიეს ვიღაც სხვაა!

უფრო მამაციუფრო კეთილი...

იქნებ ეს ჩემი წარმოსახვაა?

იქნებ განცდების უღელტეხილი!

თუ ეს მე არ ვარეს ნიშნავს სიკვდილს?!

საჩოთიროათან გულსატკენი...

ნიშნავს მოვმკვდარვარ უსიყვარულოდ,

მივიწყებული... ხალხზე ნაწყენი...

არაეს ახლის დასაწყისია!

ჩემში სიკეთის და სიყვარულის!

ცოტათი ცხადის... ცოტათი სიზმრის...

თან იდუმალის... თანაც ფარულის...

ნუთუ მჯეროდესრომ შეიძლება

ის ვინც ჩემშია მე რომ არ ვიყო?

სისულელეამაგრამ მაოცებს

ფიქრები ჩემში ორად გაიყო!

მე არ ვარ ჩემში... ნუთუ ეს სხვაა?

უფრო მამაციუფრო კეთილი...

გარშემო ყველგან გაზაფხულია,

ჩემში კი ვიღაც... გულგატეხილი...

=========================

ომი აკლია ჩემს ქვეყანას რევოლუცია!

ჩემი ფიქრები ჩემ აზრთა ჟარებს გადაუცია,

ყველასთვის ვისაც აღარ ასვენებს უაზროდ დგომა,

ცოტა სიკეთე მეტი სიგიჟე ნაკლები წყრომა,

დაე დღეს იყოს განთიადი ახალი დღისა,

და სიყვარულის ისარმა განგმიროს ისა,

ვინც დაიზაროს საკუთარ ძმასთან გატეხოს პური,

იყოს ერთობა და სიმღერა მამაპაპური.

იყოს ყიჟინიჟრიამული მრავალძალისა,

ზეცა აივსოს გულის მსგავსი ფერთა ალისა,

კაცთა ერთობამ დააბრმავოს თვით მზე კამკამა,

და ეს სამყარო გადაიქცეს სულის ხალისად.

ქუჩა გაივსოს მომღიმარი ტურფა თვალებით,

გულს ეცლებოდეს სიყვარულის ლურჯი ალები,

იყოს ღიმილი ერთგულება თავაზიანი,

და მონატრებამ აამღეროს ღამე მზიანი.

============================

უძლეველი

(William Ernest Henley)

თარგმანიგიორგი სვანიძე

ღამე რომელიც ჩემთვის ერთია

მაღაროსავით შავებში ითვლის,

მადლობას ვუხდი მას რაც ღმერთია,

დაუძლეველი ჩემი სულისთვის.

გარემოების კლანჭში მოქცეულს,

არ შევკრთომილვარარ მიტირია,

ხელკეტით ნაცემსმდგომარე ეულს

გასისხლულს თავი არ დამიხრია

ადგილისრისხვის და ცრემლების გაღმა,

ლანდავს სიბნელის შიში ძლიერი,

დაუნდობელმა მე წლების დაღმა

ვერ შემიცვალა ვაჟკაცს იერი.

უმნიშვნელოა კარიბჭე ხედვის,

ანდაც გრაგნილი საზღაურისა,

მე ვარ ბატონი ჩემსავე ბედის,

და მეთაური ჩემი სულისა

==========================

შენ რომ გიყურებ გული მიძგერს სისხლი დუღდება,

შენს თვალებშია ჩამალული თავისუფლება,

ყოველ ნახვაზე თითქოს თავიდან მე ვიბადები,

გული მევსება უცნაური სიტკბო დარდებით.

მერე შენ მიმზერ მომღიმარი და თმაგაშლილი,

და მაგ დროს ვფიქრობ ალბათ შენ ხარ იმის კავშირი.

რაც აკავშირებს ცასა და მიწას მზესა და მთვარეს,

და ვუერთდები ამაზე ფიქრით სიტურფით მთვრალებს

=========================

ოდესღაც... მარტში... 

შენი ტრფობისთვის გამოვნახე ბოლო ძალები,

შენ კი ამ გრძნობებს უსინდისოდ კვლავ ემალები

ალბათ ნაფიქრი აზრთა კონა შენ გაქვს სიმართლედ

რომლის თანახმად მე მოყვარედ ვერ გაგიმართლე!

მაგ შენს ღიმილზე მღელვარებდა სული... გონება... 

ვიციშენთვისაც ტკივილია ეს განშორება,

აღარ გვექნება ძველი ტრფობის ზეიმის დარდი,

და დაივიწყებპირველად რომ გიძღვენი ვარდი.

მე შენი მესმისსიყვარულიც გეცლება ბოლო

ბოლო ღერივით ეს გრძნობებიცსჯობს გააბოლო,

ახალ მიწაზეახალი ხალხი გჩუქნის ცხოვრებას,

და იქმეგზურადჩემს მაგივრად სხვა გეყოლება.

დრო შენს სახელსაც გადაფურცლავს ჩემი ფიქრიდან

როგორ მიჰქრიან ეს დღეებიროგორ მიჰქრიან,

გაიკვირტება გაზაფხულის ფოთლები ქარში,

გამახსენდება შენი სახე ოდესღაც... მარტში...

იმ გაზაფხულზეროს წასკდებათ ყვავილთ სურნელი

... და იყვავილებს

🤍🤍🤍