Assembly Meeting with Academy Students

September 19, 2023

15 სექტემბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აკადემიაში, ამჟამად უკვე ახალ აუდიტორიაში, კლავ აღდგა სასკოლო შეკრებები (Assembly), რომელიც პარასკეობით ტარდება.შეკრება დირექტორის მიმართვით დაიწყო. მან მოსწავლეებს მიულოცა ახალი აუდიტორიის გახსნა და ისაუბრა ამ ყოველკვირეული შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ. დირექტორის გამოსვლის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლევან გიგინეიშვილმა მოსწავლეებს წაუკითხა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „მერანი“ . ამ ლექსში, ლევან გიგინეიშვილის აზრით, ძალიან ნათლად და მძლავრად არის გამოხატული ადამიანის სწრაფვა ცხოვრების აზრის შეცნობისკენ; დაუკმაყოფილებლობა არსებულით და გაბედულება ჯერ სხვისგან გაუვლელ გზაზე წასვლის; თავისუფალი თავგანწირვა შემეცნების გზაზე და ამ თავგანწირვის სამოქალაქო თუ საკაცობრიო მნიშნველობა: „ რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“. 


შეხვედრაზე მე-12 კლასის მოსწავლემ, ქეთი გელაშვილმა მოსწავლეებს გააცნო შაბათის სკოლის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ათკვირიანი კურსების ჩატარებას. პროექტის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს საშუალება, გაიარონ მათთვის სახალისო, საინტერესო კურსები ისეთ საგნებში, როგორიცაა ფილოსოფია, დაწყებითი ფიზიკა,ჭადრაკი, დებატები, პოლიტიკური მეცნირებები, კვანტური ფიზიკა, ინგლისური და სხვა. პროექტში ჩართვა შეუძლია ამერიკული აკადემიის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს. 


ფოტოგალერეა